სამოქალაქო ბიბლიოთეკა
-
სტრატეგიული ალიანსი
სტრატეგიული ალიანსი ჰქვია მოძრაობის ძირითადი მონაწილეების მიერ მხარდაჭერის მოპოვებას სხვა, დამოუკიდებელი ჯგუფებისგან. მაგალითად, როცა ამერიკელი ვენახის მუშები გაიფიცნენ, სტრატეგიული ალიანსი შეკრეს დამოუკიდებელ ჯგუფთან — პორტის თანამშრომლებთან, რომლებსაც მხარდაჭერის ნიშნად სთხოვეს, გასაგზავნი ყურძნის ყუთების გაგზავნა რამდენიმე დღე დაეგვიანებინათ და ეს ყურძენი მზეში დაეწყოთ, რომ გაფუჭებულიყო, რითიც ფინანსური ზიანის წნეხში გაატარეს მათი დამსაქმებელი და აიძულეს, მათი მოთხოვნები…
-
სტრატეგიული ხედვა: 1) რეჟიმის ჩამოშლა (2024)
შენიშვნა: ხედვა შედგენილია 26 ოქტომბრიდან 1-2 დღეში, სანამ ევროინტეგრაციის გაჩერების გამო მასშტაბური აქციები დაიწყებოდა. შესაბამისად, არ ვიცოდი, რომ ამ ხედვის დიდი ნაწილს 6-18 თვის მაგივრად რამდენიმე დღეში მივაღწევდით.
-
მოკავშირეთა სპექტრი: სავარჯიშო
სავარჯიშო ქართულად თარგმნა გიორგი მელაძემ, nonviolent-conflict.org-ზე. დრო: მინიმუმ 30 წუთი. მიზნები და დანიშნულება: გავიგოთ ჩვენი მოკავშირეებისა და ოპონენტების შესახებ. მოკავშირეთა სპექტრის სავარჯიშოთი, ტაქტიკური დაგეგმვის დროს, უნდა გავიაზროთ მოკავშირეთა მოზიდვის აუცილებლობა და შევაფასოთ, რამდენად მოიმხრობს თუ გვაშორებს შერჩეული ტაქტიკა ძირითად მოკავშირეთა ჯგუფებთან და აქცევს თუ არა მათ კამპანიის აქტიურ მონაწილეებად. უნდა წავახალისოთ მობილიზაციის უფრო ოპტიმისტური ხედვა,…
-
საყრდენი ბურჯები
იმ ადამიანებს და ინსტიტუტებს, რომლებიც სამოქალაქო მოძრაობის მოწინააღმდეგეს (სისტემას) ეხმარებიან, საყრდენი ბურჯები ჰქვია. მაგათ ასევე ვიყენებთ სისტემის ანალიზისთვისაც, რომ გავარკვიოთ: მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ Canvas Core Curriculum. დიქტატორები პირადად არ დადიან გადასახადების ასაგროვებლად, პირადად არ დასდევენ ქუჩაში ხალხს რეპრესიული კანონებით, პირადად არ აწესრიგებენ ავტობუსის დროზე მოსვლას, პირადად არ ადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტს, არ აწესრიგებენ საცობებს, არ მართავენ…
-
როგორ შევიმუშავოთ სტრატეგიული გეგმა
სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად, საჭიროა: 1. სიტუაციის ანალიზი, ინფორმაციის მოძიება მიდგომა შემუშავებულია ICNC-ს სტრატეგიული დაგეგმვის მიდგომის და New Tactics In Human Rights-ის Strategy Toolkit-ის მიხედვით. 2. ხედვის ჩამოყალიბება ხედვა წარმოადგენს ადამიანურ ენაზე აღწერილ იმ სიტუაციას, რისი მიღწევაც გვინდა. აუცილებელია დეტალების მითითებაც. მაგალითად, “ჩემი ხედვაა, რომ მთავრობამ დათმოს ძალაუფლება” არასწორია, რადგან აკლია დეტალები. სწორი იქნებოდა: “ჩემი ხედვაა,…
-
მიმართვა ქართველ სამხედროებს
საქართველოს და ერის სამსახურში მდგომო სამხედროებო, თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას წარმოადგენს რუსეთი და რომ ეს არ არის საქართველოს მომავალი. წლების მანძილზე, ქვეყნის გარედან გვიცავდით რუსეთისაგან, მაგრამ ახლა, შიგნიდან წამოსული რუსი მტრისგან და კონსტიტუციური გადატრიალებისგან თავდაცვაშიც გვჭირდება თქვენი დახმარება! ყველას გვესმის, რომ თქვენ გაქვთ თქვენი მოვალეობები, უფლებები და შეზღუდვები და გვესმის ისიც, რომ პრეზიდენტის ბრძანებამდე…
-
საფრთხე შიგნიდან: შემოპარულები, მოძრაობის უსაფრთხოების კულტურა
ნათარგმნია ლიშა სტერლინგის სტატიიდან. მოძრაობებში ზოგჯერ გადამღლელიცაა შემოპარულებზე ნერვიულობა. ინტენსიურ პერიოდებში სხვებს შეიძლება ეჭვის თვალით შევხედოთ და შეცდომების ან არასწორი სიტყვების უკან რაღაც უფრო მეტი დავინახოთ. ამ დროს თვითონ შიშმა, რომ შემოგვეპარნენ, შეიძლება ცალკე პრობლემები გააჩინოს. მარტივი მისახვედრია, რომ შემოპარულობის დაბრალებას ჯგუფში ან მთლიან მოძრაობაში ნდობის დანგრევა შეუძლია. ობიექტური სტანდარტები აუცილებელია, მაგრამ ყველა მოძრაობას არ…
-
თეთრი თავშალი: რეპრესირებულების ოჯახების მობილიზაციის სიმბოლო
საჯარო სივრცეში თეთრი შარფის ტარება ადამიანის უფლებების დაცვის და რეპრესირებული ადამიანების მხარდასაჭერად მათი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით ქალების მობილიზაციის სიმბოლოა. ამ სიმბოლოს ძლიერი და ემოციური ისტორია აქვს, რომლის მთავარი გმირებიც არგენტინაში მთავრობის მიერ გაუჩინარებული მოქალაქეების დედები არიან. ეს სამხედრო რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობის და სოციალური პროტესტის პირველი ფორმა იყო, რომელიც დიქტატურის განმავლობაში გამოიყენებოდა და დემოკრატიულ ერაშიც აქტუალურია,…
-
კანონდამცველებისთვის: გზამკვლევი პრო-დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად
ფოტოზე: ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გაცემული პირადი ID ბარათი. ფურცელზე: “3% საშა, გაქცევის დროა!” (საშა ბელარუსის პრეზიდენტს, ლუკაშენკოს ნიშნავს, ხოლო 3% არაფორმალური გამოკითხვის მიხედვით ლუკაშენკოს მხარდაჭერას ქვეყანაში). წყარო: Twitter-ის ანგარიში @belamova. ნათარგმნია Maciej Bartkowski-ს სტატიიდან. როცა მოქალაქეები ავტორიტარულ მმართველობას სამოქალაქო წინააღმდეგობით ებრძვიან, როგორ შეუძლიათ ქვეყნის კანონდამცველებს, შინაგანი უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების წევრებს და სამხედროებს დახმარება?…
-
გაფიცვის უფლება
საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 26. შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. 2. ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. 3. გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების…
-
რატომ მუშაობს არაძალადობა
ძალადობას გამარჯვების 26% შანსი აქვს, არაძალადობას ორჯერ მეტი — 53%, მათ შორის, სისხლიანი რეჟიმების წინააღმდეგ. ძალადობრივ მოძრაობებს 11-ჯერ ნაკლები მხარდაჭერი ჰყავს. წყარო (კვლევის ავტორის მიერ ახსნილი ვიდეო, და სტატიები): The Success of Nonviolent Civil Resistance ორიგინალი კვლევა: Why Civil Resistance Works: The Strategic Logic of Nonviolent Conflict მოკლე სტატია ამ თემაზე არაძალადობრივ გამარჯვებას მეტჯერ (64%)…
-
ძალაუფლების სამი ფორმა
[translated from https://www.participatorymethods.org/method/power] ჯონ გავენტამ, პოლიტიკურმა სოციოლოგმა, განმანათლებელმა და “მონაწილეობის გუნდის” ყოფილმა ლიდერმა, 2010 წლის ნაშრომში, ძალაუფლება და ცვლილების მოხდენა, აღნიშნა: “ისინი, ვინც დაინტერესებული არიან, გაზარდონ ჩართულობა, ინკლუზიურობა, უფლებების ხელშეწყობა და საჯარო მიმართულების შეცვლა, ხვდებიან, რომ საჭიროა ძალაუფლების, როგორც ფენომენის, გამოყენება და უკეთესად გააზრება”. არსებობს რამდენიმე დამხმარე ხელსაწყო და კლასიფიკაცია, რომელიც დაგვეხმარება ადამიანების ჩართულობის გაზრდაზე…
გვირჩიეთ, რა რესურსი დავამატოთ ან ვთარგმნოთ