[translated from www.newtactics.org]
სხვადასხვა ადამიანები და ორგანიზაციები სიტყვა “სტრატეგიას” და “ტაქტიკას” სხვადასხვანაირად იყენებენ. ჩვენი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რა არის ისინი, და როგორ არიან დაკავშირებული.
მიზნის მისაღწევად გვჭირდება სტრატეგია. სტრატეგიის განსახორციელებლად გვჭირდება ტაქტიკები. ტაქტიკები კონკრეტული მოქმედებებია, რომლებიც სტრატეგიის შესრულებას ემსახურება, რომ მიზანს ბოლომდე მივაღწიოთ.
ნებისმიერს შეუძლია სტრატეგიის და ტაქტიკების გამოყენება პირადი ან ორგანიზაციის მიზნებისთვის. New Tactics გუნდი (საიდანაც ეს სტატიაა ნათარგმნი) კონცენტრირებულია ინდივიდუალებისთვის ადამიანის უფლებების დაცვისთვის სტრატეგიების და ტაქტიკების გამოყენების სწავლებაზე. შეგვიძლია გამოვიყენოთ სტრატეგიული ხელსაწყო ჩვენს ჯგუფებთან ერთად, რომ დავადგინოთ სტრატეგია და ავირჩიოთ ეფექტური ტაქტიკები.
სტრატეგია
სტრატეგია ბევრი გადაწყვეტილების (decision) გაერთიანებაა, მაგალითად, მიზნის იდენტიფიცირება, და ვისზე გვინდა გავლენა მოვახდინოთ (ჩვენს მხარეს გადმოვიყვანოთ). სტრატეგია არის ზოგადი გეგმა ან მიდგომა პრობლემის გადასაწყვეტად.
ჩვენი სტრატეგია:
- განსაზღვრავს, რისი გაკეთებაა საჭირო ჩვენი მიზნის მისაღწევად
- წარმართავს ჩვენს ზოგად მოქმედების გეგმას, და მიზნის კრიტიკული ნაწილების არჩევას
- განსაზღვრავს ტაქტიკების არჩევანს და შესრულების ფორმას
- გვეხმარება მიზნისკენ სვლის პროგრესის, და არჩეული ტაქტიკების ეფექტურობის შესაფასებლად.
ტაქტიკა
ტაქტიკა კონკრეტული ღონისძიება ან მოქმედებაა, რომელიც სტრატეგიის განხორციელებას ემსახურება.
ტაქტიკა:
- არის ნებისმიერი აქტივობა: ქუჩის თეატრი, მსვლელობა, შერიგების სესია, ა.შ.
- წარმოადგენს უფრო დიდი, სტრატეგიული გეგმის ნაწილს
- შეიძლება მოხდეს ცალკე, ან სხვა ტაქტიკებთან კომბინაციით, კონკრეტული მიზნის ან შედეგის მისაღწევად
- უნდა მოერგოს სიტუაციას, გუნდს, მოხალისეებს, კამპანიის მიმდინარე მდგომარეობას, და ფინანსურ შესაძლებლობებს.
აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ New Tactics-ის მასალაში გამოყენებული ყველა მთავარი ტერმინის განმარტება.
ტაქტიკა სტრატეგიას სძენს მოქმედებას. ტაქტიკის, ანუ მოქმედების გარეშე, შედეგს ვერ მივაღწევთ.
წაიკითხეთ სტრატეგიების და ტაქტიკების კონკრეტული მაგალითები.
ორიგინალი ინგლისურად: